ბლუზის სამშობლო ამერიკის შეერთებული შტატებია და მისი პირველი შემსრულებლები აფროამერიკელები იყვნენ. ამიტომ მას ხანდახან შავკანიანების ფოლკ მუსიკასაც უწოდებენ.
ბლუზის ზუსტ წარმოშობაზე ბევრი არაა ცნობილი, არც კონკრეტული თარიღი ვიცით როდის ჩამოყალიბდა. სავარაუდოდ მე-20 საუკუნის დასაწყისში.ეს მუსიკალური სტილი წარმოიშვა ინგლისური და შოტლანდიური ბალადების, შავკანიანთა შრომის სიმღერების, სადიდებლების და სხვათა ელემენტების შეზავებით. თვითონ სიტყვა blues ნიშნავს ნაღვლიან, დეპრესიულ ხასიათს… ეს ბუნებრივია, რადგან “პირველი ბლუზმენები” ხომ აფროამერიკელი მონები იყვნენ.
ბლუზის ძირითადი მონახაზი როგორც წესი 12 ტაქტიანია. ტიპიური ინსტრუმენტებია: გიტარა, ფორტეპიანო, ჰარმონიკა, ბასი, ჩასაბერებიდან – საყვირი, საქსოფონი, ტრომბონი … და დასარტყამები.
ბევრი სხვა სტილის მსგავსად, ბლუზსაც ერთ დროს “ეშმაკის მუსიკას” უწოდებდნენ და ადანაშაულებდნენ იმაში, რომ ხალხს ძალადობისკენ უბიძგებდა. თუმცა 20-იანი წლების შემდეგ თეთრკანიანებმაც გაბედეს და დაიწყეს ბლუზის მოსმენა და მოგვიანებით შესრულებაც.
No comments:
Post a Comment